.

სინტაქსურ მიმართებაში შემავალი ზმნური კატეგორიები აფხაზურსა და ქართულში
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2006
ავტორი (ები): ნანა მაჭავარიანი,
გამომცემლობა: თბილისი
3478
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია
 

     ნაშრომის მიზანია სათანადო ენობრივ მასალაზე დაყრდნობით გამოავლინოს ზმნურ კატეგორიათა წარმოების კანონზომიერებანი და თავისებურებანი ქართულსა და აფხაზურში, უჩვენოს ამ კანონზომიერებათა ჩამოყალიბების ისტორიული სურათი აღნიშნულ ენებში. იბერიულ-კავკასიურ ენათა შორის ქართული და აფხაზური ენები გამოირჩევა ზმნის სირთულით. ნაკვლევში გაანალიზებულია ქართული და აფხაზური ზმნის სინტაქსურ მიმართებაში შემავალი ზმნური კატეგორიები. ყურადღება გამახვილებულია მორფოლოგიურ კატეგორიათა წარმოების პრინციპის საერთო და განმასხვავებელ შემთხვევებზე, შეძლებისდაგვარად ახსნილია მათი გამომწვევი ზოგი ისტორიული მიზეზი, რასაც შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს არა მარტო ამ ენათა, არამედ სხვა იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიულ-შედარებითი შესწავლის დროს. ნაშრომში წარმოდგენილია ცდა ქართული და აფხაზური ზმნის სინტაქსურ მიმართებაში შემავალ ზმნურ კატეგორიათა მონოგრაფიული შესწავლისა, ამ დარგში მოპოვებული პოზიტიური ცოდნის სისტემური გადმოცემისა, გამოყოფილია უკეთ დასაბუთებული, დამაჟერებელი დებულებები, წამოყენებულია ზოგი ახალი ვარაუდი.

 

პარამეტრები

  • განთავსებულია: თებ 16, 2016
  • ISBN-13: 99940-864-3-X
  • გამომცემლობა: თბილისი
  • ყდა: რბილი
  • ფორმატი: 145X200
  • ენა: Geo
  • გვერდები: 164
  • ნახვები: 3478
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)