.

სამოქალაქო კოდექსის კომენტარი
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2017
ავტორი (ები): ავტორთა ჯგუფი,
გამომცემლობა: მერიდიანი
14079
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.5
(6 შეფასება)
ანოტაცია
 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი კომენტარის გამოცემიდან 15 წელზე მეტი გავიდა. ამ ხნის მანძილზე ქართული სამოქალაქო სამართალი მნიშვნელოვნად განვითარდა, კოდექსში შევიდა ბევრი ცვლილება, ჩამოყალიბდა ახალი სამოსამართლო სამართალი, შეიქმნა დიდძალი იურიდიული ლიტერატურა, დაიხვეწა სამეცნიერო ნაშრომების მომზადების მეთოდიკა, დაგროვდა ახალი ცოდნა და გამოცდილება, ასპარეზზე გამოვიდნენ ახალი თაობის იურისტები. ყოველივე ეს უნდა ასახულიყო კოდექსის ახალ კომენტარში, რომლის მომზადებაც კომენტირების თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად ქართული სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკის წარმომადგენლებმა ითავეს.

წიგნი I (სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები)

დაწვრილებით
 

წინამდებარე კომენტარი შექმნილია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. 1993 წლიდან GIძ-ი საქართველოში ხელს უწყობს სამართლისა და იუსტიციის რეფორმების გატარებას. სხვა ღონისძიებებთან ერთად GIZ-ი ზრუნავს იურიდიული ლიტერატურის შექმნასა და სამართლის პოპულარიზაციაზე. GIZ-ი არ იღებს პასუხისმგებლობას ნაშრომის შინაარსობრივი მხარის სისწორეზე.

წინამდებარე კომენტარი შეიქმნა ამერიკის ხალხის კეთილი ნებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშ ვეობით. კომენტარის შექმნა შესაძლებელი გახდა პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). კომენტარის შინაარსისათვის პასუხისმგებლები არიან ავტორები. იგი არ წარმოადგენს ამერიკის მთავრობის ოფიციალურ მოსაზრებას და არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

ავტორები: ირაკლი ბურდული, აკაკი გაწერელია, თორნიკე დარჯანია, დემეტრე ეგნატაშვილი, ბესარიონ ზოიძე, ნონა ზუბიტაშვილი, ნუნუ კვანტალიანი, თამარ კორძაია, გიორგი მახარობლიშვილი, გიორგი რუსიაშვილი, გიორგი სვანაძე, სიმონი ტაკაშვილი, სოფიო ჩაჩავა, ლადო ჭანტურია, სერგი ჯორბენაძე

პარამეტრები

  • განთავსებულია: მარ 16, 2018
  • ISBN-13: 978-9941-25-322-5
  • გამომცემლობა: მერიდიანი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 810
  • ნახვები: 14079
  • შეფასება: 4.5

წიგნის ავტორი(ები)