
1 - წიგნი
მოდერნი და მოდერნიზმი. სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი „მოდერნიზმი“ რამდენიმე მნიშვნელობით, სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენება. უპირველესად, უნდა განვასხვაოთ „მოდერნიზმი“, „მოდერნი“, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდის საზოგადო-ებრივ-კულტურულ ცხოვრებაში ცვლილებებს უკავშირდება და „მოდერნულობის“ ის გაგება, რომელსაც იაკობ ბურქჰარდტი „შუასაუ-კუნეების“ და „რენესანსის“ ერთმანეთისგან გასამიჯნად იყენებდა.