.

ქართული ენის ფერეიდნული დიალექტი
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2020
ავტორი (ები): მარინე ბერიძე,
გამომცემლობა: მერიდიანი
1258
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია
 

ქართული ენის ფერეიდნული დიალექტი

ფერეიდნული დიალექტი შესწავლილია კუნძულური დიალექტოლოგიის თეორიულ წანამძღვრებზე დაყრდნობით. ნაშრომში წმინდა ლინგვისტური საკითხები განხილულია ტრადიციული დიალექტოლოგიისა და კორპუსული ლინგვისტიკის მიჯნაზე.

ფერეიდნულის სამეცნიერო კვლევა 100 წლის წინ დაიწყო, თუმცა ეს ნაშრომი დიალექტის მონოგრაფიული აღწერის პირველი ცდაა. ენობრივი მასალის კორპუსულმა კვლევამ მანამდე შეუმჩნეველი ბევრი ახალი ფაქტი გამოავლინა, ბევრი უკვე აღწერილი შემთხვევა კი სრულიად განსხვავებული სახით დაგვანახა.

წარმოდგენილ ნაშრომში შეძლებისდაგვარად აისახა ფერეიდნული დიალექტის ფონეტიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური, ლექსიკური თავისებურებები; განხილულია დიალექტის შიდადიფერენციაციის ენობრივი მახასიათებლები, აგრეთვე ისტორიულ სამშობლოსთან ენობრივი და კულტურული რეინტეგრაციის პროცესში წარმოქმნილი საინტერესო მოვლენები.

მონოგრაფია განკუთვნილია სპეციალისტების, სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის. მისი მიზანია არა მხოლოდ არსებული ფაქტების აღწერა და განზოგადება, არამედ მდიდარი საილუსტრაციო მასალის თავმოყრა და წარმოდგენა, რაც მას ახალი კვლევების სამეცნიერო რესურსადაც აქცევს.

დაწვრილებით
 

აღნიშნული პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნი ერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (გრანტი N 217438). წინამდებარე პუბ ლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ ასა ხავდეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს.

This Project has been made possible by financial support from the Shota Rustaveli National Science Foundation (grant N 217438). All the ideas expressed here with are those of the author, and may not represent the opinion of the Foundation itself.

პარამეტრები

წიგნის ავტორი(ები)