
1 - წიგნი
მიკროორგანიზმები-უმცირესი ცოცხალი არსებები, რომელთა ზომა უმეტეს შემთხვევაში არ აღემატება 0.1-02მმ, რაც მათ გადიდების გარეშე უხილავს ხდის ადამიანის თვალისათვის. მიკრობთა სამყარო, რომელიც ჩვენს პლანეტაზე არსებობს არის ძალზე მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც მორფოლოგიური, ასევე ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური თავისებურებებით.