
1 - წიგნი
„ყაჩაღები“
მეთვრამეტე საუკუნის გერმანულ ლიტერატურაში არსებობდა მიმდინარეობა „შტურმი და სტრესი“. ამ პერიოდის ერთ-ერთი თვალსაჩინო და ცნობილი ნაწარმოებია ფრიდრიხ შილერის - ყაჩაღები (გერმ. Die Räuber), რომელიც ამ ავტორის პირველად გამოქვეყნებული დრამაა. ნაწარმოეობი, რომელიც შემდგომ მსოფლიო სასცენო ხელოვნების ერთ-ერთ წამყვან პიესად იქცა, თავდაპირველად არასასცენო საკითხავ დრამატულ ლიტერატურად მოიაზრებოდა და ვინაიდან აკრძალული მიმდინარეობის იდეათქვეშ ერთიანდებოდა, ანონიმურად იბეჭდებოდა.