.

ფსიქოგენური სტრესის განვითარება - ორგანიზმის ბიოქიმიური ანალიზი
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2022
ავტორი (ები): ლალი ახალაძე,
გამომცემლობა: მერიდიანი
2080
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია
 

ფსიქოგენური სტრესის განვითარება
ორგანიზმის ბიოქიმიური ანალიზი

წინამდებარე ნაშრომში კომპლექსურადაა შესწავლილი ბიოქიმიური მაჩვენ- ებლების და ქცევითი პარამეტრების ცვლილებები ფსიქოგენური სტრესის მოდ- ელირებისას, განსხვავებული სირთულის თავდაცვითი რეაქციების ტესტირე- ბის პირობებში. ნაშრომი განეკუთვნება ფუნდამენტურ გამოკვლევათა რიცხვს და მიღებული შედეგები აფართოებს თანამედროვე მეცნიერულ მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხზე, საკმაოდ სრულ და ობიექტურ წარმოდგენას იძლევა სტრესული მდგომარეობისას ორგანიზმის ჰუმორული რეგულაციის შესახებ. კერძოდ, ჰორმონებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყო- ფა აღნიშნავს სტრესული მდგომარეობის რეაქციული სინდრომის დასაწყისს, რომელიც ორგანიზმში მართავს ყველა ცირკულაციურ და მეტაბოლურ პრო- ცესებს, რასაც საბოლოოდ მივყავართ გარემოს შეცვლილი პირობებისადმი ადაპტაციასთან. განსხვავებული სირთულის ექსპერიმენტის პირობებში ცხოველების ქცევა და მეტაბოლური ცვლილებები განიმარტება, როგორც ბიოლოგიურად დადებითი სტრესის გამოვლინება და ასახავს თავის ტვინის თვითრე- გულაციურ მოქმედებას, რაც გამოიხატება სტრესოგენური ფაქტორებისადმი ორგანიზმის რეზისტენტობის ამაღლებაში.

გამოკვლევის შედეგები მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისითაც, ვინაიდან გამოვლენილია ის ქცევითი აქტები, რომლებიც თვითრეგულაციის მექანიზმების მუშაობას გამოხატავს და განაპირობებს ჯანმრთელობისთვის სახიფათო სტრესოგენური ფაქტორებისადმი ორგანიზმის მდგრადობის დონის ამაღლებას.

ნაშრომი განკუთვნილია სპეციალისტებისა და საკითხით დაინტერესებული მკითხველისათვის.

 

პარამეტრები

  • განთავსებულია: დეკ 13, 2022
  • ISBN-13: 978-9941-34-231-8
  • გამომცემლობა: მერიდიანი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 166
  • ნახვები: 2080
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)