.

ფოტოალბომი „აფხაზეთი XIX საუკუნე“
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2010
გამომცემლობა: თბილისი
ჟანრი: ისტორია
3410
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.0
(2 შეფასება)
ანოტაცია
 

     ალბომი დასაბეჭდად მოამზადეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა და ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა. ფოტოალბომში შესულია 261 ფოტო. მას ნაკლებად აქვს მეცნიერული დანიშნულება და უფრო კატალოგის ტიპისაა, რომელიც ერთგვარად გიდის როლს შეასრულებს მე-19 საუკუნის აფხაზეთში მოგზაურთათვის. თუმცა, როგორ გამოცემის რედაქტორი ნინო ბერძნიშვილი აღნიშნავს, "გამოცემა სერიოზული წინაპირობა იმისთვის, რომ ამ მიმართულებით სამეცნიერო სამუშაოებიც დაიწყოს." ალბომის ავტორები, რომელიც ორ, ქართულ-აფხაზურ ენაზეა მომზადებული მასალებს ენგურს გამოღმა 10 წლის განმავლობაში აგროვებდნენ. ალბომის შემქნის იდეა, როგორც ქართულ-აფხაზური ურთიერთობათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ზურაბ შენგელია იხსენებს 2000 წელს გაჩნდა. ერთ-ერთ აფხაზურ ოჯახში სტუმრობისას. აფხაზმა მასპინძელმა ქართველს სტუმარს სთხოვა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, აფხაზეთის შესახებ ენგურს გამოღმა დარჩენილი დოკუმენტური ფოტომასალები შეეგროვებინათ.


ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტი
ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

 

პარამეტრები