.

ამოცანათა კრებული კვანტურ მექანიკაში
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2018
გამომცემლობა: თ.ს.უ გამომცემლობა
4318
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
ანოტაცია
 

ამოცანათა კრებული განკუთვნილია ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტთათვის და მოიცავს არარელატივისტური კვანტური მექანიკის (კვანტური მექანიკა I) თითქმის ყველა ძირითად საკითხს. კრებულში შესულია 604 სხვადასხვა სირთულის ამოცანა, რომელთაგან რთულ, ვარსკვლავით აღნიშნულ ამოცანებს აქვთ მითითებები. თითოეულ თავს გააჩნია მოკლე შესავალი – თეორიული ნაწილი, სადაც თავმოყრილია ამოცანების ამოხსნისათვის აუცილებელი ფორმულები. კრებულს აქვს დამატებაც, რომელშიც დიდი ნაწილი უკავია სპეციალური ფუნქციების თეორიის ელემენტებს, რაც ასევე აუცილებელია ამოცანების ამოხსნისათვის, რადგანაც კვანტური მექანიკის ბევრი ამოცანა სწორედ ამ ფუნქციების შესაბამის დიფერენციალურ განტოლებებზე დადის.

წიგნი ქართულ ენაზე ამ ტიპის ამოცანათა კრებულის შექმნის პირველი მცდელობაა. ამიტომ, შესაძლოა, ის დაზღვეული არც არის ზოგიერთი ხარვეზისაგან. ავტორი მადლობელი იქნება ყველა ნაკლის მითითებისათვის, რომელთაც იგი გაითვალისწინებს მომავალში უფრო სრულყოფილი და შევსებული კრებულის გამოცემისას.

 

პარამეტრები

წიგნის ავტორი(ები)