ნაშრომი წარმოადგენს 1938-2006 წლების აფხაზეთის რეგიონალური ისტორიის კონცეპტუალური გააზრების ცდას. მასში რეგიონალური ისტორიული პროცესის ასპექტები განხილულია მაგისტრალური ტენდენციის - ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ აფხაზური ეთნოკრატიული სეპარატიზმისა და რუსული იმპერიალიზმის ალიანსის - კონტექსტში, ასევე ე.წ. "კრიზისების თეორიის" შუქზე.
განსაკუთრებული კვლევითი ინტერესების სფეროში შედის აფხაზეთის კრიზისის გენეზისი და მისი გადაზრდა ომში, 1992-1993 წ.წ. რუსეთ-საქართველოს ომის ძირითადი პერიპეტიები, პოსტკონფლიქტური აფხაზეთის სეცესიონისტური განვითარების ტენდენციები, აფხაზეთის კრიზისის გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული განზომილება.
ნაშრომი განკუთვნილია ისტორიკოსების, პოლიტო-ლოგების, კონფლიქტოლოგებისა და საქართველოს უახლესი ისტორიით დაინტერესებული მკითხველი საზოგადოებისათვის.