ლალი ტაბატაძე
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა,
მათემატიკის, ტექნოლოგიისა და ფარმაციის ფაკულტეტის
ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი.
1960 წელს დაიბადა საქართველოში, ქ. სოხუმში. 1982 წელს დაამთავრა აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქიმიისა და ბიოლოგიის სპეციალობით. 1998 წლის 2 ნოემბერს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „2-დეოქსიალდო-პენტოზების პროდუქტთა სინთეზი და ბიოლოგიური აქტივობა“, სპეციალობით 02.00.10 ბიოორგანული ქიმია, ბუნებრივი და ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ქიმია. 2002-2006 წწ მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოორგანული ქიმიის დეპარტამენტში ჯერ მოწვეული პროფესორის, შემდეგ დოცენტის თანამდებობებზე. 2009-2012 წწ ხელმძღვანელობდა სამაგისტრო პროგრამას "კვების პროდუქტებისა და სამკურნალო საშუალებათა ექსპერტიზა". ამჟამად არის საბაკალავრო პროგრამების „ქიმის მასწავლებელი“, „ქიმიური ექსპერტიზა და სურსათის კონტროლი“ ხელმძღვანელი; სამაგისტრო პროგრამის "ქიმიური ექსპერტიზა"და სადოქტორო პროგრამის "ბიოორგანული ქიმია" სამეცნიერო ხელმძღვანელი.
არის საერთაშორისო სამეცნიერო Scopus-ის მონაცემთა ბაზაზე რეგისტრირებული Scientific Bulgarian Communications-ის ჟურნალის „Oxidation Communication“-ის საერთაშორისო სარედაქციო (Intewrnational Editorial Board) საბჭოს წევრი. იხილეთ ბმული
2020 წლიდან არის ორგანიზატორი და ხელმძღვანელობს საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: „ბიოპოლიმერების ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტები“, რომელიც სისტემატურად ტარდება საქართველოში ყოველ 3 წელიწადში ერთხელ. სსუ-ში 2020 წ 20-21 ოქტომბერს ჩატარდა 1-ლი კონფერენცია, 2023 წლის 6-8 ივლისს ქ. ბათუმში ჩატარდა მე-2 კონფერენცია, რიგით მე-3 კონფერენციის ჩატარება დაგეგმილია 2026 წლის 20-22 ოქტომბერს.
2023 წლის 10 ნოემბერს დააჯილდოვა საპატიო სიგელით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ იუნესკოს მიერ დაარსებულ მსოფლიო მეცნიერების დღესთან დაკავშირებით, ქიმიის სფეროში სამეცნიერო მიღწევებისთვის.
2024-2026 წლებში არის 2 საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: კონკურენტული ინოვაციების ფონდის CIF მე-2 საგრანტო პროექტი, თემა: და შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თემა: “შავი ზღვისა და საკურორტო რეგიონის სანაპირო ზოლის დაბინძურების შემცირების ტექნოლოგიური მეთოდები”.
2024 წელს - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დააჯილდოვა კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მე-2 საგრანტო პროექტის ხელმძღვანელობისათვის,
2024 წელს ლალი ტაბატაძის ხელმძღვანელობით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა და დაარსდა „ბიოორგანული ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი კაბინეტ-ლაბორატორია“.
გამოქვეყნებული აქვს 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 12 სახელმძღვანელო, 2 მონოგრაფია, 3 პატენტმფლობელი. სამეცნიერო პუბლიკაციები შესაძლებელია იხილოთ (ლინკებზე) მეცნიერის საერთაშორისო მონაცემთა ბაზებზე (Scopus, Web of sciences) რეგისტრირებულ ჟურნალებში.