1987 წელს დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,ტიციან ტაბიძის პროზა, წერილები, ნარკვევები”. 1994-2005 წლებში მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე იყო აფხაზეთის საბავშვო ჟურნალ ,,იალქანის” მთავარი რედაქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ომის ბავშვების” თავმჯდომარე, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი. 2005-2006 წლებში იყო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი. 2006-2009 წლებში- მინისტრის პირველი მოადგილე.სალომე კაპანაძე არის ავტორი პროექტებისა ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი”, ,,სოხუმის დრამა”. ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის დაჯილდოვებულია საფრანგეთის განატის ფესტივალის დიპლომით.გამოქვეყნებული აქვს 17 სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია ,,ცისფერი ყანწებიდან-მარადისობამდე.