ნანული ძიმცეიშვილი ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
დაიბადა 1950 წლის 9 აპრილს ზუგდიდის რაიონში. 1973 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკური ანალიზის სპეციალობით.
1973-1976 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკური ანალიზის განხრით. 1982 წელს დაიცვა დისერტაცია ქ. მოსკოვში და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
1973-1982 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკური ანალიზის კათედრაზე მასწავლებლად, ხოლო 1982-1985 წლებში დოცენტად. 1985-1988 წლებში მუშაობდა მოსკოვის კოოპერაციის ინსტიტუტში (თბილისის ფილიალი), ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულების ხელმძღვანელად. 1988-1998 წლებში ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ფინანსების განყოფილების წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. 1994-2005 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფინანსების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. 1994 წლიდან დღემდე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრაზე ასოცირებულ პროფესორად.
1998 წლიდან დღემდე არის სერთიფიცირებული აუდიტორი.
გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სამი სახელმძღვანელო