
1 - Книга
სამშვილდე
(1968-70 წწ. არქეოლოგიური გათხრების შედეგები)
ნაშრომში გამოკვლეულია კავკასიის ლითონის ადრეული ხანის დღემდე უცნობი - მეტად მნიშვნელოვანი ძეგლი - სამშვილდის სამაროვანი და ნამოსახლარი. ეს ძეგლი განხილულია განუყრელ კავშირში მტკვარ-არაქსის კულტურის პრობლემასთან, რომელმაც ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი დაიკავა საბჭოთა არქეოლოგიაში. მისი გადაწყვეტის გარეშე დღეს შეუძლებელია არა მარტო კავკასიის, არამედ მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი ისტორიის ჯეროვნად გამოკვლევა, რამდენადაც მტკვარ-არაქსის კულტურის შემქმნელმა ტომებმა, როგორც ჩანს, ფრიად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს წინა აზიის ჩრდილოეთი რაიონების მოსახლეობის ეთნიკური სახის ჩამოყალიბებაში.