
წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია ცნობილი მენიერების: თეიმურაზ გვანცელაძის, მანანა ტაბატაძის, მერაბ ნაჭყებიას, განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლების: ირაკლი გელენავას, ნონა შონიას ნაშრომები, საიდანაც ჩვენი აზრით, მკითხველი მიიღებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას, ცარისტულ-კომუნისტური და თანამედროვე რუსული იმპერიის მიერ აფხაზეთში წარმოებულ რუსიფიკატორულ პოლიტიკაზე, ამ პოლიტიკის ანტიქართულ, ანტიაფხაზურ არსზე, აქედან გამომდინარე, საქართველოს ამ კუთხეში შექმნილ საგანმანათლებლო და ეთნოლინგვისტურ ვითარებაზე; იმ საფრთხეებზე, რასაც უქმნის იმპერიალისტური პოლიტიკა ქართველთა და აფხაზთა ეროვნულ თავისთავადობას, იდენტობას; ქართველო მოღვაწეთა წვლილზე აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებაში და სხვ.
მკითხველს ვთავაზობთ, აგრეთვე, მოკლე სარედაქციო წერილს და სტატისტიკურ მონაცემებს აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობასა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ქსელზე