.

მერაბ კოსტავას პოეზია
Тип Ресурса: Эл-Книга
Год Издании: 2017
Издательство: უნივერსალი
4303
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
Аннотация
 

ნაშრომში შესწავლილია მერაბ კოსტავას ესთეტიკური თვალსა-წიერი, მსოფლმხედველობის მთავარი ორიენტირები - საღვთო სიბრძნე, საღვთო სიყვარული, ანტიციპაცია, მხატვრული სიტყვისა და მეცნიერების მისიის გააზრება მაღალი გადასახედიდან.

პოეტის შემოქმედების მთავარ მახასიათებლად წარმოჩნდება ქრისტიანული რწმენისა და სახისმეტყველების საკითხები, ბიბლიურ-რელიგიური პარადიგმები, გრაალის იდეალი.

ფილოსოფიურ ლირიკაში ყურადღებას იქცევს ჰადესის, სოფლისა და ზესთასოფლის კავშირის, სულის მარადიული სამშობლოს ძიების, ზნეობის პრობლემები.

წიგნში ნაჩვენებია „მსოფლიო კაცისა“ და „ერისკაცის“ მიმართების, ლოკალურისა და გლობალურის, ეროვნულკოსმიურის გააზრება ქართველი ლირიკოსის შემოქმედებაში.

Подробности
 

სათანადო წყაროების, ტიპოლოგიური პარალელების გათვალისწინებით გამოტანილია დასკვნა, რომ მერაბ კოსტავას პოეტური და პუბლიცისტური ნააზრევი არის ჩვენი კლასიკური მწერლობის ორგანული ნაწილი, „სახიერი ერის“ მაღალმხატვრული აპოლოგია, შორსმხედველი „გონის თვალით“ მომავლის უცდომელი ჭვრეტა.

ნაშრომი დახმარებას გაუწევს XX ს. ქართული პოეზიის პრობლემებით დაინტერესებულ სტუდენტ-ახალგაზრდობას, ასევე განკუთვნილია ფართო მკითხველისთვის.

Характеристики

  • Опубликовано: Октябрь 28, 2015
  • ISBN-13: 978-9941-26-003-2
  • Издательство: უნივერსალი
  • Язык: Geo
  • Количество страниц: 234
  • Просмотры: 4303
  • Оценки: 5.0

Автор(ы) Книг

Рекомендации