.

ავტორი (ები): ივანე მაჩაბელი

ავტორის შესახებ

ივანე გიორგის ძე მაჩაბელი (დ. 27 იანვარი/8 თებერვალი, 1854, სოფ. თამარაშენი, ახლანდელი ცხინვალის რაიონი — გ. 26 ივნისი/8 ივლისი, 1898, თბილისი) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. ივანე მაჩაბელი დაიბადა გაღარიბებული მემამულის გიორგი მაჩაბლის ოჯახში. ბავშვობა მან უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა. ივანე აღზარდა პაპიდამ, ელენე დიასამიძემ. ივანე მაჩაბელი 14-15 წლის ასაკში იწყებს ლექსების წერას. საშუალო ცოდნას იგი თბილისში გიმნაზიაში იღებს. ჭაბუკი გატაცებით ეწაფება ქართულ და რუსულ ლიტერატურას, ბეჯითად სწავლობს უცხო ენებს. გიმნაზიის კურსის დასწულებიდან ერთი წლის შემდეგ, 1871 წელს, მიემგზავრება პეტერბურგში, თავის ძმასთან – ვასილთან, რომელიც უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

დაწვრილებით...