მურმან კვარაცხელია დაიბადა 1952 წელს, აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონ სოფელ კოჩარაში. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
მუშაობდა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე კათედრის დოცენტის თანამდებობაზე.
1985 წლიდან მოღვაწეობდა აფხაზეთში. მუშაობდა ოჩამჩირის კპ რაიონულ კომიტეტში, ოჩამჩირის რაიონის კინდღის ბროილერების მეფრინველეობის ფაბრიკაში, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე. ოჩამჩირის მეშვიდე სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ.
1991 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია, სოციალურ საკითხთა ქვეკომისიის თავმჯდომარე. ამჟამად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და პრეზიდიუმის წევრია.
ამასთან სოხუმის სახელმწიფო ონივერსიტეტის პროფესორია. ამავე დროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ მუშაკი და კათედრის მიწვეული პროფესორია.
ჰყავს მეუღლე, ნანა ბოჯგუ:, მუსიკოსი, დამსახურებული არტისტი.