სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. ფილოლოგიის დოქტორი. კვლევის ინტერესები: ქართული და აფხაზური ენების სემანტიკური პარალელები, აფხაზური ენა და კულტურა. 24 სამეცნიერო სტატიის ავტორი და ორი წიგნის თანაავტორი. ჰაინრიხ ბიოლის საერთაშორისო ფონდის სასტიპენდიო პროგრამის 2011 წლის კურსდამთავრებული. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერთიფიცირებული საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. 2011 წელს გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამა COBERM-ის საგრანტო პროექტის მენეჯერი. 2012 წელს ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბორჯომის ეროვნული პარკის პროექტ ,,მწვანე ელჩის“ კოორდინატორი. 2014 წელს გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამა COBERM-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,აფხაზოლოგიის ელექტრონული ბიბლიოთეკის” მენეჯერი. არაერთი აფხაზოლოგიური ნაშრომის რეცენზენტი, საგამომცემლო ჯგუფის წევრი და აფხაზეთის თემატიკის პროექტების ავტორი და ორგანიზატორი. 9-წლიანი სალექციო გამოცდილება.