.

ავტორი (ები): ლევან ჯინჯიხაძე

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

ლევან ჯინჯიხაძე დაიბადა 1967 წლის 27 მარტს ქ. სოხუმში. 1984 წელს დაამთავრა სოხუმის რ-ნის სოფ. ქვემო იაშთხვის ქართული საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1991 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციით.

1985-87 წლებში იძულებით მსახურობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქალაქ სტენდალთან, რუსეთის საოკუპაციო ჯარის სატანკო ნაწილში. 1992-93 წლებში იღებდა აქტიურ მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში. იყო ოცდამესამე ბრიგადის მერვე ბატალიონის წევრი და, შემდეგ ბატალიონ „იაშთხვას” მებრძოლი. იყო დაჭრილი.

2001 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სწავლების მეთოდიკაში თემაზე “ქართული ენისა და მათემატიკის საგანთაშორისი კავშირების ზოგიერთი ასპექტი“. 2006 წლიდან “საქართველოს კანონით უმაღლესი განათლების შესახებ” არის პედაგოგიკის აკადემიური დოქტორი. ამავე წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 ლევან ჯინჯიხაძეს თსუ სოხუმის ფილიალში სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები: 2004-05 სასწავლო წელს იყო პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2005-2008 წლამდე ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. 2008 წლის თებერვლიდან 2008 წლის ივნისამდე _ განათლების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი.

2014 წლიდან არის ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ამავე პერიოდიდან ხელმძღვანელობს ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის მეთოდიკათა განყოფილებას. 2017 წლიდან საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

1993 წლიდან დღემდე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათ-ლების ფაკულტეტზე კითხულობს სალექციო კურსებს როგორც საბაკა-ლავრო, ისე სამაგისტრო დონეზე.

ლევან ჯინჯიხაძის სამეცნიერო კვლევის სფეროებია: ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა, ქართული ლიტერატურისმცოდნე-ობა, ენათმეცნიერება, მულტილინგვური განათლება. არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გამოცემული აქვს 17 წიგნი, მათ შორის 3 მონოგრაფია. არის რამდენიმე წიგნის რედაქტორი და რეცენზეტი, ჟურნალების რედკოლეგიის წევრი, სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი. აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.