.

ავტორი (ები): რუსუდან ფიფია

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი ფილოლოგის სპეციალობით. 1995-2001 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის მაძიებელი. 2001 წელს პროფ. ლევან მენაბდის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,იოანე მინჩხის პოეზიის ძირითადი მოტივები“.

1993 წლიდან მუშაობს სოხუმის უნივერსიტეტის პედაგოგიურ, შემდგომში (განათლების) ფაკულტეტზე. 2007-2016 წლებში მუშაოდა სსუ განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად, 2016 წლიდან არის ამავე ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი.

რუსუდან ფიფია იკვლევს ქართული ჰიმნოგრაფიის მხატვრული სპეციფიკის საკითხებს, განათლების მეცნიერებების აქტუალურ პრობლემებს, კერძოდ: სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს, ფილოლოგიური მიმართულების დარგების და ქართული ენისა და ლიტერატურის დაწყებითი კურსის ინტეგრირებული სწავლების მეთოდიკას (V-VI კლასი), წიგნიერებისა და კითხვის სტრატეგიების სწავლების მეთოდიკას, პედაგოგიური პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებს. არის 72 ნაშრომის, მათ შორის, 2 მონოგრაფიის ავტორი.