.

ავტორი (ები): მორის შალიკაშვილი

ვებგვერდი: https://goo.gl/Yw9hCj
ავტორის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი – სპეციალობა სამართალმცოდნეობა. 1997-2002 წლებში სწავლობდა ჰამბურგის (გერმანია) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, მოგვიანებით ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის და შემდეგ სამართლის დოქტორის წოდება. 

იყო საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი, მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ანალიტიკოსი, მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს კონსულტანტის თანამდებობაზე. 

2013 წლის იანვრიდან არის თსუ-ს და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის – „სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრის“ – გამგეობის წევრი და დამფუძნებელი. ამასთან 2014 წლის იანვრიდან დღემდე არის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
არის ოცამდე სამეცნიერო პუბლიკაციის და საგრანტო პროექტის ავტორი.