2002 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში პირველად ჩაატარა სახელმწიფო გამოცდები შეფასების ახალი მოდელით. 2003 წელს სახელმწიფო გამოცდები თბილისის ვაკე-საბურთალოსა და თელავის რაიონებში ცენტრალიზებული წესით, სპეციალურ საგამოცდო ცენტრებში ჩატარდა. 2003-2004 წლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა სახელმწიფო შეფასება ქართულ ენასა და მათემატიკაში დაწყებითი კლასებისათვის. 2004 წელს ცენტრის ექსპერტების მიერ მომზადდა მისაღები გამოცდების ახალი, ცენტრალიზებული მოდელი. 2005 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წარმატებით ჩაატარა პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა ცენტრის 9 თანამშრომელი. 2005 წლიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წარმართავს საერთაშორისო კვლევებს, რომელსაც მსოფლიოს საგანმანათლებლო სფეროში კარგად ცნობილი საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) უძღვება. 2006 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: `თანასწორობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისათვის” 2006 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს წიგნიერების საერთაშორისო კვლევას (PIRLS) საქართველოში. 2006 წლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს ერთიანი სამაგისტრო გამოცდების მომზადებაზე, რომელიც 2009 წელს ცატარდება. 2007 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევას (TIMSS) საქართველოში. 2007 წლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე. 2008 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს დაწყებითი და საშუალო სკოლების მათემატიკის მომავალი მასწავლებლების განათლების საერთაშორისო კვლევას (TEDS-M) საქართველოში. 2011 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს ატარებს.