.

ავტორი (ები): იულონ გაგოშიძე

ვებგვერდი: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001261/
ავტორის შესახებ

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1958 წელს.

1961-1965წწ. იყო ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1970წწ. სწავლული მდივანი; 1971-1985წწ. უფროსი და 1985-1988წწ. მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1991წწ. არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1991 წელს მცხეთის პრეფექტი; 2004-2008წწ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდგომ მეცნიერ-კონსულტანტი; 2008-2009წწ. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (8 მონოგრაფია) ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებზე. 1978-2003წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს, გერმანიის და დანიის უნივერსიტეტებში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადრეანტიკური ხანის საქართველოს ნივთიერი კულტურის ძეგლები", დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველო ქრისტეშობამდე V-I საუკუნეებში", დაიცვა 1984 წელს.