.

ავტორი (ები): ალექსანდრ დიუმა

ავტორის შესახებ

ალექსანდრ დიუმა (უფროსი) (ფრანგ. Alexandre Dumas, père [a.lɛk.sɑ̃dʁ dy.ma]; დ. 24 ივლისი, 1802, ვილიე-კოტრე - გ. 5 დეკემბერი, 1870, პიუი) - ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი, ალექსანდრე დიუმას მამა. ალექსანდრ დიუმა 1802 წლის 24 ივლისს დაიბადა ვილერ-კოტრეს კომუნაში, სუასონთან ახლოს (ენას დეპარტამენტი, პიკარდია, საფრანგეთი). ალექსანდრ დიუმას ბაბუა, მარკიზი ანტუან-ალექსანდრ დავი დე ლა პაიეტრი საფრანგეთის კოლონია ჰაიტიზე არტილერიის გენერლის წოდებით მსახურობდა. ჰაიტიზე იგი დაქორწინდა ზანგ მონა ქალზე მარი-კესეტ დიუმაზე, რომელმაც 1762 წელს ქვეყანას მოავლინა მომავალი მწერლის მამა, თომა-ალექსანდრე. მარკიზს არ გასჭირვებია მულატი შვილისთვის ცხოვრების გზის გაკაფვა საფრანგეთში და მალე თომა-ალექსანდრე ნაპოლეონის არმიის გენერალი გახდა.