გიორგი ანჩაბაძე (დ. 1949, თბილისი) – ქართველი ისტორიკოსი, წარმოშობით აფხაზი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
გიორგი ანჩაბაძე დაიბადა ქ. თბილისში 1949 წელს ისტორიკოს ზურაბ ანჩაბაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, აქრეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1990 წელს – სადოქტორო. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
გიორგი ანჩაბაძის მთავარი ნამუშევრები ეძღვნება საქართველოს და კავკასიის ხალხთა ისტორიას, უძველესი დროიდან დღემდე. იკვლევს ასევე სამხედრო ისტორიის პრობლემებს და კავკასიის კულტურულ-ისტორიულ კავშირებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, კერძოდ, თურქეთთან.