ჟიულ გაბრიელ ვერნი (ფრანგ. Jules Gabriel Verne; დ. 8 თებერვალი, 1828, ნანტი, საფრანგეთი — გ. 24 მარტი, 1905, ამიენი, საფრანგეთი) — ფრანგი მწერალი, კლასიკური სათავგადასავლო ლიტერატორი. მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ჟიულ ვერნის მამა — პიერ ვერნი (1798 - 1871) ადვოკატი იყო. დედა სოფი ალოტ დე ლა ფიუ (1801 - 1887) შოტლანდიური წარმოშობის იყო. ჟიულ ვერნი პირველი ვაჟიშვილი იყო ხუთიდან. მის შემდეგ დაიბადნენ: ძმა პოლი (1829) და დები: ანა (1836), მატილდა (1839) და მარი(1342). ჟიულ ვერნი მეუღლე იყო ონორინა დე ვიანი. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი შვილი. 1856 წლის 20 მაისს ჟიულ ვერნი ამიენში თავისი მეგობრის ქორწილში ჩამოვიდა, სადაც პირველად იხილა მომავალი მეუღლე. რვა თვის შემდეგ, 1857 წლის 10 იანვარს ისინი დაქორწინდნენ და მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდნენ პარიზში, სადაც ვერნი უკვე რამდენიმე წელი იყო ცხოვრობდა. ოთხ წელიწადში, 1861 წლის 3 აგვისტოს ჟიულ ვერნს ორონინასგან შეეძინა მიშელი, მათი ერთადერთი შვილი. შვილის დაბადებისას ჟიულ ვერნი არ იმყოფებოდა პარიზში, იმ დროს იგი სკანდინავიაში მოგზაურობდა.
რომანები
- ხუთი კვირა საჰაერო ბურთზე (1863)
- მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ (1864)
- დედამიწიდან მთვარემდე (1865)
- კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი (1865)
- კაპიტან გრანტის შვილები (1867)
- მთვარის გარშემო (1869)
- 80 000 კილომეტრი წყალქვეშ (1870)
- 80 დღე დედამიწის გარშემო (1872)
- საიდუმლო კუნძული (1875)
- თხუთმეტი წლის კაპიტანი (1878)
- მათიას შანდორი (1885)
- ყინულის სფინქსი (1897)