.

ავტორი (ები): ელიფ შაფაქი

ვებგვერდი: http://www.elifsafak.com.tr
ავტორის შესახებ

ელიფ შაფაქი (თურქ. Elif Şafak; დ. 25 ოქტომბერი 1971, სტრასბურგი) — თურქი მწერალი, მიმომხილველი და ორატორი.

დიპლომატების ოჯახიდან, დაიბადა საფრანგეთში. მშობლების გაყრის შემდეგ დარჩა დედასთან, ცხოვრობდა ესპანეთსა და იორდანიაში, შემდგომ დასახლდა თურქეთში. დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი ანკარაში, დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიაში, რომელიც ეძღვნებოდა გენდერული იდენტურობის პრობლემებს. ერთი წლის განმავლობაში იყო აშშ-ში სტაჟირებაზე, შემდგომ წლებში კი მიწვეულ პედაგოგად რიგ ამერიკულ უნივერსიტეტში. ცხოვრობს თურქეთსა და აშშ-ში, წერს თურქულ და ინგლისურ ენებზე, თანამშრომლობს აშშ-ს და ევროპის პრესასთან.

არის საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს წევრი. რომანის „სტამბულელი ნაბიჭვარი“ (2006), სადაც ნახსენებია სომხების გენოციდი, ორჯერ წაეყენა ერის შეურაცყოფის ბრალდება, რის გამოც მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ორივეჯერ მოეხსნა ბრალდება მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო.

შაფაქის წიგნების უმრავლესობა სუფიზმთან დაკავშირებული ისტორიული რომანებია. წერს აგრეთვე სიმღერებს როკ-ანსამბლებისათვის, ესსეებს პოლიტიკისა და კულტურის თემებზე.