ბრაიან თრეისი გაყიდვების გურუ! პროფესიონალი სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტია. მან დააფუძნა კომპანია Brian Tracy International, რომელიც სოლანა-ბიჩზე, კალიფორნიაშია. ბრაიან თრეისი წლის განმავლობაში ტრენინგს უტარებს 250.000-ზე მეტ ადამიანს, პერსონალური და პროფესიონალური განვითარების კუთხით. ის ავტორია ისეთი ბესტსელერი წიგნებისა, როგორიცაა „გახდი გაყიდვების ვარსკვლავი“, „ბიზნესწარმატების 100 დაუწერელი კანონი“ და „მაქსიმალური მიღწევა, მიზნები!“.
სწრაფი და ეფექტური შედეგების გამო, ტრეისის აუდიტორია ყოველთვის მრავალრიცხოვანია. მას უსმენენ ლიდერები, ბიზნესის მფლობელები, და ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ინდივიდუალური ანდა გუნდური წარმატება მნიშვნელოვანია. ტრეისიგახლავთ ტრენერი და ქოუჩერი ისეთი კომპანიების ტოპ მენეჯერებისთვის, როგორებიცაა Ernst & Young; Chevron; Bank of America; IBM; Deloitte & Touché – ჯამში 1000-მდე გლობალური ბრენდი.