.

ავტორი (ები): აკა მორჩილაძე

ვებგვერდი: https://www.wikiwand.com/en/Aka_Morchiladze
ავტორის შესახებ

აკა მორჩილაძე (ნამდვილი სახელი — გიორგი ახვლედიანი) (დ. 10 ნოემბერი, 1966) — ქართველი პოსტმოდერნისტი მწერალი და ისტორიკოსი.

1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. აქვე მუშაობს ბოლო 17 წლის განმავლობაში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ადრეულ 90-იან წლებში პარალელურად იგი საპარლამენტო სხდომების მიმომხილველად მუშაობდა "რეზონანსი"-სთვის და სხვა რამდენიმე ბულვარული გაზეთისთვის; მუშაობდა თსუ–ს ლაბორანტად 1988–1991წლებში, მასწავლებლად 1991 წლიდან;

თვითონ თავს უვარგის ჟურნალისტს უწოდებს - „ჩვენთან მწერლად ყოფნა სულ სხვა რამეა, დანარჩენ მსოფლიოში კი, სულ სხვა. ამიტომ, მე მწერლად თავს ვერ ჩავთვლი. ჩემის მოკლე ჭკუით, ამას ისა სჯობს, რომ აღიარო, წერა მსიამოვნებს და ვწერ, ვინაიდან ამის უფლება ყველას აქვს-თქო.“

ხუთჯერ აქვს ლიტერატურული პრემია საუკეთესო რომანისთვის „საბა" 2003, 2005, 2006, 2010 და 2012 წლებში. 2010 წელს მისმა რომანმა „მამლუქმა" მიიღო ილიას უნივერსიტეტის პრემია წლის საუკეთესო რომანისთვის.

მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრები რომანებია:

  • „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ (1995),
  • „მოგზაურობა ყარაბაღში“ (1992),
  • „აგვისტოს პასიანსი“ (2001),
  • „სხვანი“ (2002),
  • „შობის ღამის ალქაჯები“ (2002),
  • „სანტა ესპერანსა“ (2004),
  • „მამლუქი“ (2010)

და სხვ.