თანამდებობა: მკვლევარი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდი.
პროფესიული კვლევის და სპეციალიზაციის სფეროებია გლობალური უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხები და ასევე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები. ამჟამად ის იკვლევს ნატოსა და ევრო კავშირის ურთიერთობებს უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში და ამ მოვლენების შესაძლო ზეგავლენას სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. უმაღლესი აკადემიური შეფასებით. იგი ასევე გახლავთ ამერიკის ეროვნული საპატიო პოლიტიკური საზოგადოება ფაი სიგმა ალფას წევრი.
ამჟამად ეკა აკობია არის მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადაც იგი ასწავლის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებს. 2004 წელს ეკა აკობიამ გაიმარჯვა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური სტიპენდიების კონკურსში და მოამზადა სამაგისტრო კურსი ”საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები”ქართულ ენაზე, რომელიც დაინერგა ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამების კურიკულუმში და გამოიცა ქართულენოვანი სასწავლო მასალის სახით. ეკა აქტიურად მონაწილეობდა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკისა და სასწავლო რესურსების განვითარებაში.