გარი მილერი - პროფესორი და ბიოლოგიის განხრის ხელმძღვანელი მისისიპის უნივერსიტეტში. ამ ფაკულტეტზე მუშაობს 1989 წლიდან.
გაიზარდა შენანდოას ველზე, ვირჯინიის შტატში. დაამთავრა უილიამისა და მერის კოლეჯი 1966 წელს, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიაში და მეორე პროფესია ანთროპოლოგიაში. 1982 წელს მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი სტატისტიკის განხრით. მის კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ლომ ობობებში ყურადღების მიქცევის, არშიყის ევოლუციაზე. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები მრავალ სფეროში, მათ შორისაა თანასაზოდადობებისა და მოსახლეობის ეკოლოგია, თეორიული ეკოლოგია და ცხოველთა ქცევა. ამჟამად ჟურნალ „ჟოურნალ ოფ ტჰე ეცოლოგიცალ სოციეტყ ოფ Aმერიცა“-ს რედაქტორის თანაშემწეა. მისისიპის უნივერსიტეტში მიჰყავს კურსი თეორიულ ეკოლოგიასა და ბიოსტატისტიკაში, ხოლო თავმჯდომარეობამდე, ექვსი წლის განმავლობაში, ასწავლიდა ზოგად ეკოლოგიას.
მილერის პირველი წიგნი გამოქვეყნდა ,,W.H. Freeman and Company”-ს მიერ.