რობერტ რიკლეფსი - ბიოლოგიის პროფესორი მისურის წმ. ლუისის უნივერსიტეტში. ამ ფაკულტეტზე 1966 წელს გადმოვიდა პენსილვანიის უნივერსტეტის ბიოლოგიის განხრა - ში ოცდაშვიდწლიანი მუშაობის შემდეგ.
დაიბადა კალიფორნიაში. დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტი. პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მისი კვლევის სფეროა ფრინველთა რეპროდუქციის დინამიკა, განვითარების ციკლის ევოლუციური დიფერენციაცია, ბიოგეოგრაფია და ბიოლოგიური თანასაზოგადოებების ისტორიული განAვითარება, მათ შორისაა ბიომრავალფეროვნების ფართომასშტაბიანი ნიმუშების გენერაცია და შენარჩუნება. სამუშაოს კვლევითი ხასიათის გამო, მას უამრავ განსხვავებულ ადგილას მოუწია ყოფნა, დაბლობი ტროპიკებიდან ანტარქტიდის კუნძულებამდე. პროფესორი რიკლეფსი არის ამერიკის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის აღზევების ასოციაციის წევრი.
არის ავტორი წიგნისა „The Economy of Nature“ და ამერიკული სამეცნიერო ლექსიკონის ერთ-ერთი თავის „Aging: A Natural History“-ის თანაავტორი. ორივე წიგნი გამოსცა ,,W.H. Freeman and Company”-მ.