ავტორი (ები): კახაბერ ფიფია
ავტორის შესახებ
კახაბერ ფიფია - ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. დაიბადა 1973 წლის 26 სექტემბერს ქ. ზუგდიდში.
- 1995 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი (სპეც. „ისტორია”). იმავე წლიდან მუშაობას იწყებს თსუ სოხუმის ფილიალის ძველი მსოფლიოს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრაზე.
- 1998-2001 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრის ასპირანტი. იქვე
- 2004 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე - „რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ურთიერთობა ახ. წ. I-II სს.“
- 2002 წლიდან მუშაობდა თსუ სოხუმის ფილიალში…მასწავლებლად,
- 2006 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
- კ. ფიფიას სამეცნიერო კვლევის სფეროებია: ანტიკური პერიოდის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია; რომის იმპერიისა და მისი აღმოსავლური პროვინციების ისტორია; ანტიკური ხანის საქართველოს (კოლხეთი, იბერია) ისტორიის პრობლემები.
- გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 5 მონოგრაფია.