ჰაინრიხ ფიოდორ ბიოლი (დ. 21 დეკემბერი, 1917, კელნი — გ. 16 იანვარი, 1985) — გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1972). მიღებული აქვს თითქმის ყველა დასავლეთგერმანული ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მის ნაწარმოებებში ასახულია ომის, ანტიფაშისტური და ანტიმილიტარისტული თემები.
დაიბადა კელნში, კათოლიკურ ოჯახში. დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ კლასიკურ გიმნაზიაში აგრძელებს სწავლას. ვილჰელმ კაიზერის გიმნაზიის დამთავრება ბიოლს მაშნ მოუწია, როდესაც გერმანიაში ნაცისტური დიქტატურა დამყარდა. ბიოლს ნაციონალ-სოციალიზმისადმი ბავშვობიდანვე პასიური პროტესტის გრძნობა ჰქონდა ჩამოყალიბებული. ამაში საკუთარი როლი შეასრულა ბიოლის მშობლიურმა ქალაქმაც, რომელიც გერმანული კათოლიციზმის ცენტრი იყო და სამღვდელოებას მოსახლეობაზე დიდი გავლენა ჰქონდა. მან სხვა ოთხ გიმნაზიელთან ერთად უარი თქვა „ჰიტლერიუგენდში“ გაწევრიანებაზე. კელნში არსებულ ატნინაცისტურ ატმოსფეროს ბიოლი იგონებს საკუთარ ავტობიოგრაფიულ ესეში „ჩემს შესახებ“. გიმნაზიის დასრულების შემდგომ ბიოლი ჯერ დუგლად მუშაობდა, მერე — ბუკინისტური წიგნების მაღაზიაში. ლექსებსა და მოთრობებს სკოლაშივე წერდა. 1930 კელნის უნივესიტეტში ჩაირიცხა. 1939 წელს ის მეორე მსოფლიო ომი ს დაწყებამდე რამდნიმე ვირით ადრე სამხედრო სამსახურიში გაიწვიეს. ბიომა ექვსი წელი გაატარა ჯარში. ჯერ საფრანგეთში იბრძონდა. მერე უკრაინის ფრონტზე. ომის დროს, 1942 წელს, იქორწინა ანა–მარია ჩეხზე, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. 1945 წელს ამერიკელებს ტყვედ ჩავარდა. ომის წლებმა მას გაუძლიერა ანტიმილიტარისტული შეხედულებები. დურგლობა ტყვეობის შემდგომაც გაიხსენა, თუმცა კი მალე კელნის უნივერსიტეტს დაუბრუნდა. პირველი მოთხრობები გამოაქვეყნა 1947 წელს. მისი პირველი რომანი იყო „სად იყავი, ადამ?“. მასში ჭარბობს ომგამოვლილი კაცის ფრონტული მოგონებები და რელიგიური თემატიკა. მომდევნო წიგნებში „და არ უთქვამს არც ერთი სიტყვა“, „უკაცო სახლი“, „ადრეული წლების პური“ უკვე მისი თანამედროვე დასავლეთი გერმანიაა ასახული. ეს რომანები ყვებიან უმაოდ დარჩენილ ბავშვებზე, ქვრივებზე, ომის ჭრილობებზე. რელიგიური მოტივების გვერდით ჩნდება სკეფსისი. რომანში „კლოუნის თვალთახედვით“ (1963) მთავარი გმირი უიმედობას ღმერთის უარყოფამდე მიჰყავს.