გურამ თევზაძე დაიბადა ქ. თბილისში 1932 წლის 30 იანვარს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსიფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1958 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1959-1965წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1971წწ. ამავე ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე; 1971-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე; 1993-2007წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. მეცნიერული ინტერესების სფერო: გერმანული და ქართული ფილოსოფიის ისტორია. გამოქვეყნებილი აქვს 218 ნაშრომი, მათ შორის, 9 მონოგრაფია. საკანდიდატო დისერტაცი თემა - "თავისუფლებისა და აუცილებლობის პრობლემა", დაიცვა 1958 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია", დაიცვა 1963 წელს.