.

ავტორი (ები): გულნაზი ხუხუა

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

გულნაზ გრიგოლის ასული ხუხუა, დაიბადა 1946 წლის 28 აგვისტოს ქ. გალში

  • 1964 წელს დავამთავრა გალის რაიონის სოფელ ოქუმის საშუალო სკოლა. 
  • 1971 წელს დავამთავრა ა. მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფალკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სპეციალობით. 
  • 1973_1980 წლებში ვმუშაობდა სოხუმის #45 საშუალო პროფტექნიკურ სასწავლებელში ქართული ლიტერატურისა და ესთეტიკის მასწავლებლის თანამდებობაზე. 
  • 1980 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრაზე პედაგოგიკის ლექტორის თანამდებობაზე. 
  • 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,მოსწავლეთა ინტერნაციონალური აღზრდა” და მოიპოვა პედაგოგიკურ მეცნიერებათა (13.00.01) კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 
  • 1989 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო - პედაგოგიური წოდება სპეციალობით 13.00.01 პედაგოგიკის თეორია და ისტორია. 
  • 1991 წელს დააფუძნა მეცნიერ-პედაგოგთა ასოციაცია ,,აპოგეა” და პედაგოგიურ საზოგადოებრივი ჟურნალი ,,მზრდელ ყრმისა”. 
  • 1994-2004 წწ. ეკავა პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობა. 
  • 1994-1995 წწ. გახლდათ გაზეთ ,,სოხუმის სადროშოს” რედაქტორი. 
  • 1995 წელს დააარსა გაზეთი ,,პედაგოგიკა”, რომელიც გამოდიოდა 1998 წლამდე. 
  • 1998 წლიდან დღემდე არის ყოველწლიური სამეცნიერო-პედაგოგიური შრომების კრებულის რედაქტორ-გამომცემელი თვითდაფინანსების წესით. 
  • 1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,მარკუს ფაბიუს კვინტილიანეს პედაგოგიური მემკვიდრეობა” და მოიპოვა პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 
  • 2004 წელს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მომენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება (13.00.01) პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის სპეციალობით. 
  • 2004 წლიდან არჩეულია საქართველოს პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემოკასად. 
  • 2010 წლიდან დღემდე უკავია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა. გახლავთ 4 მონოგრაფიის რედაქტორი, რამდენიმე შრომის რეცენზენტი, იყო ასპირანტთა მეცნიერ-ხელმძღვანელი, ოპონენტი და ა. შ. გამოცემული აქვს 56-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 7 მონოგრაფია, 1 პედაგოგიკის სახელმძღვანელო, 200-ზე მეტი საგაზეთო სტატია. ქართულ ენაზე თარგმნა მარკუს ფაბიუს კვინტილიანეს პედაგოგიური თხზულების 12 წიგნი ,,ორატორის დარიგებანი” (1997 წლიდან დევს გამოსაცემად გამზადებული). წლების განმავლობაში ოფიციალურად ხელმძღვანელობდა პროფესორ მასწავლებელთა და სტუდენტთა სხავადასხვა დონის სამეცნიერო კონფერენციებს. დღემდე გავაგრძობს პედაგოგიურ, სამეცნიერო და ჟურნალისტიკურ საქმიანობას შესაძლებლობების ფარგლებში. რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას, მეუღლე აფხაზეთის ომში დაიკარგა უგზო-უკვლოდ. ყავს სამი ვაჟი და ერთი შვილიშვილი.