.

ავტორი (ები): ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ვებგვერდი: https://manuscript.ge/
ავტორის შესახებ

     კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი — ძველი ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტებისა და გამოჩენილ მოღვაწეთა პირადი არქივების საცავი საქართველოში. დაარსდა 1958 წლის 30 ივნისს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე. მისი დამაარსებელი და პირველი დირექტორი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ილია აბულაძე. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია მოიცავს სხვადასხვაენოვან ხელნაწერ წიგნებს, ისტორიულ საბუთებს, საზოგადო მოღვაწეთა პირად არქივებს, ძველნაბეჭდ წიგნებს, რარიტეტულ გამოცემებსა და მემორიალურ ნივთებს. ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საგამოფენო და სარესტავრაციო პროექტებს. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ფარგლებში ცენტრში ხდება აქ დაცული მასალის აღწერა, სისტემატიზაცია, შესწავლა, პუბლიკაცია და მონაცემთა ბაზების შექმნა. ცენტრს გააჩნია აგრეთვე მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ფუნქციონირებს კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის, ილია აბულაძის, ნიკო ბერძენიშვილის, ელენე მეტრეველის, შალვა ამირანაშვილის მემორიალური კაბინეტები.