ფილიპ კოტლერი - ჩრდილო-დასავლეთი უნივერსიტეტის, კელოგის სამაგისტრო მენეჯმენტის სკოლის, S.C. Johnson&Son-ის ჯილდოს მფლობელი საერთაშორისო მარკეტინგის გამორჩეული პროფესორი. მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ჩიკაგოს უნივერ-სიტეტში, ხოლო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი _ მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (M.I.T.) (ორივე ეკონომიკის სფეროში). დოქ. კოტლერი ავტორია წიგნისა `მარკეტინგის მენეჯმენტი: ანალიზი, დაგეგმვა,განხორციელება და კონტროლი~ (პრენტის ჰოლი), რომელიც უკვე მეთერთმეტედ გამოიცა და რომელიც ყველაზე მეტად გამოიყენება ბიზნესის სამაგისტრო პროგრამებში. იგი რამოდენიმე წარმატებული წიგნის ავტორია და გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სტატია წამყვან ბიზნეს ჟურნალებში. Journal of Marketing-ში წლის საუკეთესო სტატიისათვის იგი არის სანატრელი "Alpha Kappa Psi"-ის ჯილდოს სამგზის მფლობელი. დოქ. კოტლერის დამსახურებაზე მეტყველებს ამერიკის მარკეტინგის ასოციაციის მიერ მინიჭებული Paul D. Converse. ჩონვერსე-ის ჯილდო `მარკეტინგულ მეცნიერებაში შეტანილი გამორჩეული ღვაწლისათვის~, ასევე მას, როგორც წლის საუკეთესო მარკეტოლოგს, მიღებული აქვს Stuart Henderson Britt-ის ჯილდო. იგი არის ორი უმთავრესი ნომინაციის პირველი გამარჯვებული: წლის სახელგანთქმული მარკეტინგის პედაგოგი, რომელიც დაწესებულია ამერიკის მარკეტინგის ასოციაციის მიერ და `ფილიპ კოტლერის~ ჯილდოს ჯანდაცვის მარკეტინგში, წარმოდგენილი ჯანდაცვის მომსახურების მარკეტინგის აკადემიის მიერ. მას აგრეთვე მიღებული აქვს ჩარლზ კულიჯ პარლინის ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს მარკეტინგის სფეროს წარჩინებულ ლიდერებს. 1995 წელს, გაყიდვებისა და მარკეტინგის საერთაშორისო ორგანიზაციისგან მიიღო წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება. დოქ. კოტლერი იყო მართვის მეცნიერებათა ინსტიტუტის (TIMS) მარკეტინგული კოლეჯის თავჯდომარე და ამერიკის მარკეტინგის ასოციაციის დირექტორი. მას მიღებული აქვს დოქტორის საპატიო წოდება ციურუხის ciuruxis DePaul-ისა და ათენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერისტეტებიდან. იგი კონსულტაციებს უტარებდა მრავალ აშშ-სა და უცხოურ კომპანიებს მარკეტინგული სტრატეგიის საკითხებში.