კორსანტია კობა ზამირის ძე – გეოგრაფიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. დაიბადა 1973 წლის 27 სექტემბერს გალის რაიონ სოფ. რეჩხში, აფხაზეთის ა. რ. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ სოხუმის ფილიალის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტის გეოგრაფიის სპეციალობა. 1998-2002 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ასპირანტურაში, კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის სპეციალობაზე. 2008-2011 წლებში ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტoრანტურაში. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “სამეგრელოს ბუნებრივი პირობების რესურსული პოტენციალი”. მუშაობდა აფხაზეთის ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტში პროგრამების სამმართველოს უფროსად, აფხაზეთის ა. რ. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტად. 2006 წლიდან არის სოხუმის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების წევრი, შ.პ.ს ჯეო-გიდის კონსულტანტი კარტოგრაფიულ საკითხებში. იყო 1 წიგნისა და 1 ჟურნალის საგამომცემლო ჯგუფის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი და 1 მონოგრაფია. მუშაობს საქართველოს, კერძოდ აფხაზეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის წყლის, კლიმატური, ნიადაგური და ტყის რესურსების ათვისებას, გამოყენებას, შეფასების საკითხებზე გეინფორმაციული სისტემების გამოყენებით. ასევე მსოფლიოს ქვეყნების საზოგადოებრივი გეოგრაფიის საკითხებზე, ბუნებრივი რესურსების ათვისებისა და დაცვის ძირითად პრობლემებზე.