.

ავტორი (ები): ლეილა ავიძბა

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

დაიბადა 1977 წელს თბილისში. 2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2001-2003 წლებში სწავლობდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე იბერიულ-კავკასიური ენების სპეციალობით. დაიცვა მაგისტრის აკადემიური ხარისხი თემაზე: „აფხაზური ენის დარგობრივი ლექსიკა - ხალხური მედიცინაში გამოყენებული სამკურნალო მცენარეების სახელები“. 2004-2006 წლებში სწავლობდა თსუ-ს ასპირანტურაში. 2009 წელს ჩააბარა დოქტორანტურაში. სადისერტაციო თემა: „ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული ლექსიკა აფხაზურ ენაში“. არის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ შექმნილი პირველი ქართულ-აფხაზური სასაუბროს ერთ-ერთი შემდგენელი. იკვლევს აფხაზურ, ქართულ და კავკასიურ ენებს.

2012 წლიდან პროექტის ,,აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო“ მთარგმნელი აფხაზურ ენაზე.