გურამ ოდიშარია დაიბადა 1951 წლის 24 სექტემბერს
დაამთავრა ქ. სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად, აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტად, აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად, ჟურნალ "რიწის" მთავარ რედაქტორად, გამომცემლობა "მერანის" აფხაზეთის ფილიალის დირექტორად. 1969 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი. არის 9 პოეტური კრებულისა და 5 პროზაული წიგნის ავტორი. მისი ნაწარმოები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ, თურქულ, სომხურ, იტალიურ ენებზე. უკანასკნელი წლები სისტემატურად მონაწილეობს სახალხო დიპლომატიის ეგიდით წარმართულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში (სოჭი, მოსკოვი, ნალჩიკი, წახკაძორი, კონობეევო და სხვა). 2012 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად.
ბიბლიოგრაფია
- შავი ზღვის ოკეანე: რომანი - თბილისი, მერანი, 2000. - 440გვ.
- სოხუმში მოსალოდნელია წვიმა - თბილისი, ლომისი, 1997. - 132გვ.
- სოხუმში დაბრუნება - თბილისი, მერანი, 1995. - 276გვ.
- სონატა სოხუმზე და შენზე, ლექსები - თბილისი, მერანი, 1994. - 32გვ.
- ზღვის გასაღები, ლექსები - სოხუმი, ალაშარა, 1991. - 139გვ.
- შუაღამის ხე, ლექსები - თბილისი, მერანი, 1990. - 99გვ.
- სალამია, მოთხრობები, ლიტ. ზღაპრები . - სოხუმი, ალაშარა, 1988. - 163გვ.
- შვიდი სურათი ბავშვისათვის, ლექსები, პოემა . - სოხუმი, ალაშარა, 1986. - 82გვ.
- უნებლიე ვედრებანი, ლექსები . - თბილისი, მერანი, 1984. - 85გვ.
- წვიმის გამოხმობა, პოემები - სოხუმი, ალაშარა, 1984. - 76გვ.
- მშვიდობა სახლსა ამას, ლექსები - სოხუმი, ალაშარა, 1982. - 59გვ.
- საგალობლები შენთვის, ლექსები, სოხუმი, ალაშარა, 1978. - 43გვ