.

ავტორი (ები): ნანა კუცია

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

ნანა კუცია დაიბადა 1968 წლის 28 სექტემბერს სოხუმში, 1985 წელს ოქროს მედლით დაამთავრა სოხუმის კომაროვის სახელობის მეცხრამეტე საშუალო სკოლა, 1990 წელს - თსუ-ს სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1992 წელს - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა (უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალობით) (წარჩინებით). ფილოლოგიის დოქტორი (1998), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ჟურნალ "ჩვენი მწერლობისა" და პრემია "საგურამოს" ლაურეატი (ლიტერატურული კრიტიკა). ავტორია წიგნებისა: "ქართული რომანის პარადიგმები" (2009), "ქართული ნოველის ისტორიიდან"(2009), "წერილები უახლეს ქართულ ლიტერატურაზე"(2012), "ქართული ლიტერატურა - ტრადიცია, რაკურსი, კონტექსტი" ( მარინე ტურავასა და მირანდა თოდუასთან ერთად)(2022), "პოსტმოდერნიზმი. პოეზიის მოტივები და ობერტონები"(2024), "პოსტმოდერნიზმის ესეისტური ნარატივი"(2024). გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების (მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასის მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნების) თანაავტორი. ავტორი ლიტერატურული წერილებისა და ესეებისა, რომლებიც იბეჭდება სამეცნიერო ლიტერატურულ პერიოდიკაში.