ნუგზარ კერესელიძე დაიბადა ქ. თბილისში 1955 წლის 31 იანვარს, 1962- 1972 წწ. სწავლობდა
ქ.სოხუმის ა.მ. ჭოჭუას სახელობის მე-17-ე საშუალო სკოლაში.
სოხუმში თამაშობდა ბავშვთა საკალათბურთო გუნდში, რომლის მწვრთნელი იყო ალექსანდრე სედოვი.
სკოლის დამთავრების შემდეგ 1972 -1977 წწ. სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე. თსუ-ში სწავლის პერიოდში იყო საკალათბურთო სექციის წევრი.
1977-1983 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის
ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომლად.
1983-1989 წწ. მუშაობდა სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კათედრის ალგებრისა და გეომეტრიის ლექტორად.
1989 - 2006 წწ. იყო თსუ - ს სოხუმის ფილიალის უფროსი მასწავლებელი (1993
წლის შემოდგომიდან სოხუმის ფილიალი ფუნქციონირებს თბილისში, 2007 წელს გადაკეთდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტად).
1990-1993 წწ. იყო თბილისის გაზეთ ”დედამიწის” კორესპოდენტი აფხაზეთში,
1992-1993 წწ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ინფორმაციის სამინისტროს ინფორმაციულ-ანალიტიკური ცენტრის ”აის” ხელმძღვანელი, 1993 წ. - ტელეარხის ”ოსტანკინოს” ოპერატორი საქართველოში, 1993 წ. ოქტომბრიდან მუშაობს თბილისში - ჯერ WTN-ის (მსოფლიო სატელევიზიო ახალი ამბების) ოპერატორად, 1993 წლის დეკემბრიდან დღემდე არის ტელეკომპანია ”ნტვ” -ს კორესპოდენტი საქართველოში. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან ერთად დაგასცემს რეპორტაჟებს საქართველოს სპორტულ ცხოვრებაზე, მათ შორის კალათბურთზე. 2500-ზე მეტი სატელევიზიო სიუჟეტისა და ვიდეომასალის ავტორი.
2009 წლიდან წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოსთან
არსებული ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტია.
არის 12 სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომის ავტორი, მათ შორის საინფორმაციო
ომის მათემატიკური მოდელირების თემატიკაზე.