.

ენათმეცნიერების შესავალი
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2008
9952
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.5
(6 შეფასება)
Annotation
 

წიგნი თეორიული ენათმეცნიერების შესავალი კურსია, რომელიც გვაცნობს ენათმეცნიერების ძირითად ცნებებსა და ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემატიკას, მათ შორის ენის საზოგადოებრივი არსის, მისი წარმოშობისა და განვითარების საკითხებს; ენათმეცნიერების დარგობრივ შემადგენლობასა და დარგობრივ მეთოდებს. წარმოდგენილი და განხილულია მსოფლიოს ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია.

ნაშრომი განკუთვნილია ფილოლოგიის პროფილის სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის.

Additional Information
 

„ენათმეცნიერების შესავალი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1952 წელს გამოსცა, მაგრამ მას კიდევ უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი უკავშირდება არნ. ჩიქობავას საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების პროექტს ენათმეცნიერების თეორიაში. პროექტი გულისხმობდა ორი სახელმძღვანელოს შექმნას:

1. „ზოგადი ენათმეცნიერება, I. პროპედევტიკული ნაწილი“ (გამოიცა 1935, 1939, 1946 წწ.);

2. „ზოგადი ენათმეცნიერება, II. ძირითადი პრობლემები“ (გამოიცა 1945, 1983 წწ.) - პირველი განიხილებოდა როგორც ელემენტარული, და მეორე, როგორც მასთან ორგანულად დაკავშირებული, ძირითადი კურსი. ისინი იქმნებოდა ავტორის საუნივერსიტეტო მოღვაწეობის პროცესში.

Specifications

Recommendations