.

ბარბარიზმების ლექსიკონი
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2017
6428
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Annotation
 

წინამდებარე ლექსიკონში აისახა მხოლოდ საერთო ლექსიკაში ფეხმოკიდებული ინგლისურენოვანი ბარბარიზმები. ჯერჯერობით არ შევხებივართ სხვადასხვა დარგში ინგლისური ენიდან უხვად შემოსულ და დამკვიდრებულ ტერმინოლოგიურ ბარბარიზმებს, რადგან ტერმინოლოგიურ ბარბარიზმებზე მუშაობა მოითხოვს დარგების წარმომადგენლების მონაწილეობას. ეს სამუშაო, დარგების სპეციალისტების თანამონაწილეობით, დაგეგმილია შემდეგი ეტაპისათვის.

ლექსიკონის გადმოტვირთვა

ბარბარიზმების ლექსიკონის (სრული) ონლაინ ვერსია

 

Additional Information
 
ლექსიკონის ამოცანაა ქართულენოვანი საზოგადოებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს უცხო ენებიდან შემოსული ბარბარიზმების ქართული შესატყვისები და ხელი შეუწყოს ენის ბარბარიზმებისგან დაწმენდის პროცესს.

ლექსიკონი ასევე ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას ბარბარიზმების წარმომავლობის შესახებ, რადგან, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ვერ აცნობიერებენ თუ საიდან ჩნდება ეს სიტყვები ენაში. ამიტომ, ბარბარიზმებს ქართულ შესატყვისებთან ერთად მითითებული აქვს წყარო სიტყვებიც. ბარბარიზმებს ასევე დართული აქვს საილუსტრაციო ფრაზები - სწორი შესატყვისების გამოყენების მაგალითები. საჭიროების შემთხვევაში, ზოგიერთ ბარბარიზმს განმარტებითი კომენტარებიც ახლავს.

ლექსიკონის უმთავრესი მიზანია შეაჩეროს ქართული ენის ჰიბრიდიზაციის, მისი ქართულ-რუსულ-ინგლისურ ჰიბრიდად ქცევის საშიში ტენდენციები.

Specifications

Recommendations