.

სოციოლინგვისტიკა
Тип Ресурса: Эл-Книга
Год Издании: 2002
Издательство: მეცნიერება
4096
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Аннотация
 

წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს სოციალური მეცნიერების მაგისტრანტებისთვის. მასში მოცემულია სოციოლი-ნგვისტიკის მოკლე ისტორიული მიმოხილვა, სოციოლინგვისტიკის თეორიის ძირითადი ცნებები. ასევე, განხილულია ლინგვისტური, სოციოლოგიური და ისტორიული მეთოდოლოგიის უერთიერთშე-ღწევის, ენობრივი დემოგრაფიისა და ლინგვისტური ეთნოგრაფიის საკითხები; გარდა ამისა, განიხილება ენის სოციოლოგიური განზომილებები, დიალექტიკისა სოციოლექტიკის ადგილი სოციუმში, გენდერი და ასაკი, როგორც სოციოლინგვისტური ცვლადი, ზეპირი და წერითი მეტყველება, საინფორმაციო საშუალებათა სოციოლი-ნგვისტიკა, დიგლოსია და ბილინგვიზმი, როგორც ეთნოსოციოლი-ნგვისტური კატეგორიები და საზოგადოების ლინგვისტური განზომი-ლებები. წიგნის დასასრულს ავტორი განიხილავს ენობრივი კონფლიქტების საკითხებს, მიმოიხილავს სოციოლონგვისტური კვლევების მიმართულებებსა და კველვის მეთოდებს.

Подробности
 

სოციოლინგვისტიკა — ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც სწავლობს საზოგადოების ერთი რომელიმე ან ზოგადად ყველა ასპექტის გავლენას მეტყველების გამოყენებაზე. ამ მხრივ სოციოლინგვისტიკას ბევრი საერთო აქვს პრაგმატიკასთან.

სოციოლინგვისტიკის შესწავლის საგანს წარმოადგენს ის, თუ როგორ იცვლება მეტყველება გარკვეული სოციალური ცვლადების — მაგ. ეთნიკურობა, რელიგია, სტატუსი, სქესი, განათლების დონე და ა.შ. — მიხედვით განსხვავებულ ჯგუფებს შორის. მეტყველება იცვლება როგორც ადგილის (დიალექტი) ასევე სოციალური კლასების მიხედვით. სწორედ ამ სოციოლექტებს სწავლობს სოციოლინგვისტიკა.

მეტყველების სოციალური ასპექტი თანამედროვე გაგებით პირველად შესწავლილ იქნა 1930-იან წლებში ინდოელი და იაპონელი ენათმეცნიერების მიერ. დასავლეთში კი სოციოლინგვისტიკა პირველად 1960-იან წლებში გაჩნდა. მის ფუძემდებლებად ითვლებიან ამერიკელი ენათმეცნიერი უილიამ ლაბოვი და ბრიტანელი სოციოლოგი ბაზილ ბერნსტაინი.

Характеристики

  • Опубликовано: Февраль 18, 2018
  • ISBN-13: 99928-963-0-2
  • Издательство: მეცნიერება
  • Язык: Geo
  • Количество страниц: 137
  • Просмотры: 4096
  • Оценки: 5.0

Автор(ы) Книг

Рекомендации