.

სხვაობიანი განტოლებები მათემატიკურ მოდელირებაში
Тип Ресурса: Эл-Книга
Год Издании: 2019
2753
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.3
(3 შეფასება)
Аннотация
 

წინამდებარე სალექციო კურსი, „სხვაობიანი განტოლებები მათემატიკურ მოდელირებაში“, განკუთვნილია მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, რომელიც ისწავლება სავალდებულო საგნად „გამოყენებითი მათემატიკი“-ს სამაგისტრო პროგრამაზე.

სხვაობიანი განტოლებების მრავალგვარი და წარმატებული გამოყენებისათვის აუცილებელია სხვაობიანი განტოლებათა თეორიის ცოდნა. ამისათვის კი უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სათანადო ლიტერატურა ქართულ ენაზე. ამ მხრივ კი დღემდე არასახარბიელო მდგომარეობაა.

სასწავლო-მეთოდურ დამხმარე სახელმძღვანელოში გაშუქებულია სხვაობიანი განტოლებების ელემენტარული თეორია, აღწერილია განტოლებებისა და განტოლებათა სისტემების ამოხსნის ძირითადი მეთოდები და ვექტორთა ჟორდანის ჯაჭვების გამოყენება მათი ამოხსნისას. ყველა განხილული მეთოდი ილუსტრირებულია მაგალითებზე და მარტივი მათემატიკური მოდელების ანალიზური კვლევისას.

სალექციო კურსი ასევე სასარგებლო იქნება სამივე საფეხურის იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც შეხება ექნებათ დისკრეტულ მათემატიკურ მოდელებთან.

 

Характеристики

Автор(ы) Книг

Рекомендации