
2 - Книга
საქართველო და ეგვიპტის მამლუქები
ნაშრომში მრავალრიცხოვანი ქართული, აღმოსავლური და ევროპული ნარატიული წყაროებისა და დოკუმენტური მასალების, უახლესი დასავლური გამოკვლევების საფუძველზე მონოგრაფიულად არის შესწავლილი საქართველოსა და ეგვიპტის მამლუქთა ურთიერთობები XIII ს-ის 50-იანი წლებიდან XIX ს-ის დამდეგამდე. დიდი ყურადღება ეთმობა ქართველების დაწინაურებას ოსმალთა ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე.
წარმოჩენილია ქართველი მამლუქების როლი ამ ქვეყანაში. ნაშრომი სასარგებლო იქნება აღმოსავლეთმცოდნეების, ისტორიკოსებისა და საერთოდ, მკითხველთა ფართო წრისთვის.