.

მიკროეკონომიკის საფუძვლები
Тип Ресурса: Эл-Книга
Год Издании: 2021
Издательство: თბილისი
2051
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(3 შეფასება)
Аннотация
 

შესავალი ეკონომიკურ თეორიაში: მიკროეკონომიკის საფუძვლები

სახელმძღვანელო განკუთვნილია მიკროეკონომიკის საფუძვლების (პრინციპების) შესასწავლად და შეესაბამება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გამოყენებული პროგრამების მოთხოვნებს. გამართული ენით გადმოცემულ ნაშრომში ქართულ რეალობასთან მორგებული თვალსაჩინო მაგალითებია მოშველიებული, ტექსტის უკეთ აღქმისათვის კი დამაჯერებლად ახსნილი ნახაზებია გამოყენებული, რაც სალექციო კურსს იოლად გასაგებს ხდის. სახელმძღვანელო მეტად ორიგინალური და ღირებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ მისთვის უცხოა მენტორული ტონი - ავტორი მკითხველს მასთან ერთად აზროვნებასა და ეკონომიკის ამა თუ იმ ასპექტის შესახებ ჭეშმარიტების დადგენამდე ერთობლივად მისვლას სთავაზობს. 

Подробности
 

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის მიდგომები, რომლებშიც მასალის გაცნობიერების გაუმჯობესებისადმი ავტორისეული ზრუნვაა გამოხატული: ახალი საკითხის გადმოცემისას, ავტორი მკითხველს ადრე გავლილ მასალას მეტად აქტუალურად ახსენებს და ამ მასალის ახალ დებულებებთან კავშირ-დამოკიდებულების რთულ ეკონომიკურ კანონზომიერებებს გასაგებად ხსნის. ნიშანდობლივია, რომ ეკონომიკური ტერმინოლოგია სახელმძღვანელოს იმავე გვერდის სქოლიოში განიმარტება, სადაც ისინი პირველად იქნა მოხსენიებული; ყოველი თემის ბოლოს მოყვანილია კითხვები, სასწავლო დავალებები და ტესტები, რაც მიღებული ცოდნის კონტროლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ავტორი, რედაქტორები და რეცენზენტები იმედოვნებენ, რომ წიგნი გამოყენებული იქნება არა მარტო მიკროეკონომიკის საფუძვლების სწავლებაში ავტორიტეტული უცხოური სახელმძღვანელოების პარალელურად, არამედ წარმატებითაც ჩაანაცვლებს მათ, რაც მკითხველს (სტუდენტს) ეკონომიკურ თეორიაში სისტემური ცოდნის მიღებას მნიშვნელოვნად გაუადვილებს.

Характеристики

  • Опубликовано: Декабрь 15, 2021
  • Издательство: თბილისი
  • Язык: Geo
  • Количество страниц: 265
  • Просмотры: 2051
  • Оценки: 5.0

Автор(ы) Книг

Рекомендации